Tuesday, April 27, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი: ,,სკოლა"
პროექტის მოკლე აღწერა ერთი ორი წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სკოლის ისტორიას და ქმნიან სკოლის მატიანეს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იძიებენ სკოლის ისტორიას, დაარსების წლებს, საუკეთესო დირექტორების ბიოგრაფიებს, მათ მოღვაწეობას და საზოგადოებრივ საქმეებს, იკვლევენ სკოლის სახელობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იკვლევენ ცნობილ სახეთა ისტორიებს, თუ ვინ დაამთავრა ეს სკოლა, რომელი კურსდამთავრებული ზრუნავს დღემდე სკოლაზე, სკოლის კურსდამტავრებულთა შორის არჩევენ და აგროვებენ ინფორმაციებს იმ პიროვნებების შესახებ, ვისაც დამსახურებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის განვითარების სხვადასვა სფეროში, ინტერვიუების აღება იმ კომპეტენტური პიროვნებებისაგან, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ქმნიან როგორც საალბომო, ასევე ელექტრონულ მატიანეს, სასურველია პატარა მუზეუმის გახსნა სკოლაში.
მონაწილეთა ასაკი: 10–11 წელი.
ვადები/ხანგრძივობა: 3–4 თვე (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ძველი ჟურნალ–გაზეთების მოძიება, ინტერვიუების აღება, ფოტოების გადაღება, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რა შეიძლება შეიქმნას: ელექტრონული ჟურნალი, სკოლაში მუზეუმის პრეზენტაცია, ვებ–ბლოგები.
სამუშაო ენა: ქართული ენა
მონაწილეები სხვა სკოლიდან: პრეზენტაციაზე დავპატიჟებთ სხვა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს რათა, მათაც უკეთ გაიგონ ჩვენი სკოლის ისტორია.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა, რადგან ძირითადად გვიწევს ჟურნალისტის ამპლუაში მუშაობა.
პროექტის ფასილიტატორი: ნინო იორდანიშვილი.
ფასილიტატორის ელფოსტა:
ninoiordanishvili@gmail.com

პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

http://ninoiordanishvili.blogspot.com/